ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ინაშვილი – აქციაზე 98 998 ადამიანი იყო

“მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ აქციაში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ ვემზადებოდით ამ აქციისთვის. მთელი ჩვენი პარტიული აქტივი მობილიზებული იყო. მე მთელი საქართველო მოვიარე თვენახევრის წინ, როდესაც რეზოლუციისთვის ხელმოწერებს ვაგროვებდი, რაც სააკაშვილი-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს. ეს ძალიან დაგვეხმარა აქციის ჩატარებაში. 98 998 ადამიანი იყო აქციაზე”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თავისუფლების მოედანზე “პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებული აქცია სახელწოდებით – “არა ნაციონალლურ მოძრაობას” გაიმართა.

იტვირთბა....