“ქართული ოცნების” წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო გუნდი მთლიანად მხარს უჭერს შსს-ს პრიორიტეტებს, მათ შორის კრიმინალთან ბრძოლაში.
თალაკვაძის თქმით, შსს-ს წარმატება კრიმინალურ სუბკულტურასთან ბროლაში არაერთ საერთაშორისო ანგარიშშია ასახული.
„რა თქმა უნდა, სანქციების გამკაცრება პოლიტიკის თანმიმდევრულად განხორციელება არის მნიშნვნელოვანი და ამასთანავე, მნიშვენელოვანია, ახალგაზრდების ჩართვა მოხდეს კიდევ უფრო მეტად სპორტსა და საგანმანათლებლო აქტივობებში. ვფიქრობ, რომ ეს ზომები, კომპლექსურად თავის შედეგს გამოიღებს. დღემდეც, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო წარმატებული კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლაში, რაც ასახულია არაერთ საერთაშორისო რეიტინგში. მომავალში ამ რეფორმების შედეგად ჩვენი მოქალაქეები კიდევ უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ თავს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია იგეგება.