aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გახარია: ვგეგმავთ, ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაციას

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას  განცხადებით, უახლოეს პერიოდში ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია იგეგმება.

მისი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის, მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა, ასევე, იქნება კრიმინალიზებული.

“ჩვენ გავამკაცრეთ კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ კანონი. მინდა სიახლე გამცნოთ, რომ უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული”, – განაცხადა გახარიამ .

იტვირთბა....