სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არ აქვს თემირლან მაჩალიკაშვილს სტატუსი განუცხდა, რომ ისეთ ადამიანზე რომელიც ლოგინზე იყო მიჯაჭვული და გონი არ ჰქონდა ბრალს ვერ წაუყენებდნენ.
გომელაურის თქმით, არაკონტაქტური ადამიანისთვის ლოგინთან ბრალის წაკითხვა ადამიანური თვალსაზრისით, არ იქნებოდა სწორი.
მე არ ვარ არც გამომძიებელი, არც პროკურორი, თუმცა ეს, რომ გაგვეკეთებინა მაშინ, როდესაც ადამიანი არ იყო კონტაქტური, მიჯაჭვული იყო ლოგინზე და წაგვეკითხა ბრალი, ჩემი აზრით, არიქნებოდა ნორმალური. არ შედის ჩემს კომპეტენციაში ბრალი უნდა წაეკითხათ თუ არ უნდა წაეკითხათ, უბრალოდ, ჩემს აზრს ვამბობ. ადამიანურად ცუდი იქნებოდა. მერე ამას შემოაბრუნებდნენ – ადამიანს, რომელიც გონზე არ არის, ბრალი წაუკითხესო,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება კითხვას, რა მტკიცებულებებია ამ საქმეზე გარდა სუს-ის მიერ გავრცელებული
ვიდეო-კადრებისა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი ფიგურურებს, გომელაურმა უპასუხა, რომ კადრების გარდა, საქმეში უამრავი მტკიცებულებაა.
ამ თემაზე მარტო კადრები არ არის, იქ არის უამრავი მასალა, ტელეფონის ზარები, კონტაქტები, მისი აღებული ტელეფონის ნომრები და უამრავი მასალაა, რაზეც ახლა ვერ ვსაუბრობ. გამოძიება დამთავრდება და გასაჯაროვდება ალბათ. მე მინდა, რომ გასაჯაროვდეს,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.