აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის, იუსტიციის მინისტრის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობების კანდიდატურები წარადგინა

ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეიცვლება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უმრავლესობის დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურას წარადგენს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის პოსტს, ამ თანამდებობაზე მინისტრთა ახალ კაბინეტში, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.

ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით სონღულაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

იტვირთბა....