აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია და აღნიშნავს, რომ არჩევნების მასობრივმა ფალსიფიკაციამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა:

“საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია:

არჩევნების მასობრივმა ფალსიფიკაციამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა;

მე უარი ვთქვი მომეწვია პირველი სესია, კონსტიტუცია კი არ სცნობს არავის ჩემს შემცვლელად;

ჩემი სარჩელი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოშია შეტანილი”- აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

იტვირთბა....