პარლამენტის შესასვლელი ჭიშკრები რკინის კონსტრუქციებით გაამაგრეს და დააბოქლომეს – ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა.
გაცნობებთ, რომ დღეს, 12 საათზე, პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. 09:00 საათზე პარლამენტთან აქციაა დაგეგმილი, რომელზეც მოქალაქეები არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.
სამთავრობო კვარტლის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები. გამთენიისას მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, დაემატა სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის შსს-ს მიერ შეძენილი წყლის ჭავლის ახალი მანქანებიც.
წყარო:mtavari.tv