არჩევნები ახალი ამბები მთავარი

სააკაშვილი – საპრეზიდენტო არჩევნები არის საპრეზიდენტო არჩევნები და მათი დანიშვნა ოთხშაბათს არ შეიძლებოდა

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცეესკოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ოთხშაბათ დღეს გაიმართება.

“28 ნოემბერს დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. რა თქმა უნდა, ეს არის კანონის უხეში დარღვევა, იმიტომ, რომ კანონში ნათლად წერია, საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ტარდებოდეს მხოლოდ კვირა დღეს. ახლა, ისინი ამბობენ, მეორე ტურია, საპრეზიდენტო არჩევნები კი არ არის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია, რა სისულელეა. საპრეზიდენტო არჩევნები არის საპრეზიდენტო არჩევნები და მათი დანიშვნა ოთხშაბათს არ შეიძლებოდა. სხვათა შორის, თავის დროზე ტექნიკურად ეს შეცდომა მეც დავუშვი და მევე გავასწორე ეგრევე და მაშინ, ივანიშვილი ყველაზე მეტად იყო აღშფოთებული,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....