ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 24 იანვარს გამოცხადდება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებლის, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილის პროცესი გაიმართა.

აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 24 იანვარს გამოცხადდება.

შეგახსენებთ, ოკმელაშვილი ე. წ. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებისას დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს. გიორგი ოკმელაშვილს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იტვირთბა....