“გახარია საქართველოს” ლიდერი, ბერდია სიჭინავა საგანგებო განცხადებას აკეთებს და არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილის ღია მუქარას იხსენებს.
პარტიაში ამბობენ, რომ ექსპრემიერს სწორედ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის დავალებით გაუსწორდნენ.
მისი თქმით, თავდასხმისას, გიორგი გახარია მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მას თავს 10-მდე პირი დაესხა.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, სასტუმრო „შერატონის“ მთელი პერიმეტრი, სადაც თავდასხმა მოხდა, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით, სასტუმრომ კი მზაობა გამოხატა ჩანაწერების გამოძიებისთვის გადასაცემად.
ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა. პარტია გამოძიების შედეგებს ამ დრომდე ელოდება.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პარტია “გახარია საქართველო”-ში ამბობენ, რომ გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში გადის მკურნალობას.
როგორც თქვენთვის კარგადაა ცნობილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი ანგარიშსწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი გახარიასა და მის გუნდს.
გუშინ, გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში, დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტების, რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად.
ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას, გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი.
სასტუმრო „შერატონის“ მთელი პერიმეტრი, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირსიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად.
სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა, შესაბამისად, ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ ამის შემდეგ.
გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მკურნალობს სახლში.
ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე. ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, აბსოლუტურად ყველა მათგანს გაეცემა შესაბამისი პასუხი” – ამბობს სიჭინავა.
ცნობისთვის, “საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” თავს დაესხნენ.