ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კომპანიებს საინფორმაციო შეტყობინება გავუგზავნეთ დღევანდელ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით, 93% – ეთანხმება, 7% – არ არის წინააღმდეგი, 0% – არ მოსწონს/წინააღმდეგია” – გიორგი ჩუგოშვილი

პლატფორმა „Freebusiness“-ის დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„გუშინ თავისუფალი ბიზნესების პლატფორმაზე შემოერთებულ კომპანიებს საინფორმაციო შეტყობინება გავუგზავნეთ დღევანდელ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით.
500-ზე მეტმა კომპანიამ დაგვიბრუნა უკუკავშირი
პასუხების სტატისტიკა არის შემდეგი
93% – ვეთანხმები და შევუწყობ ხელს
7% – არ ვარ წინააღმდეგი – თანამშრომლების ნებას ხელს არ შევუშლი
0% – არ მომწონს/წინააღმდეგი ვარ“, – წერს ის.

შეგახსენებთ, დღეს, 15:00 სთ-დან გამაფრთხილებელი საყოველთაო გაფიცვაა დაანონსებული.

იტვირთბა....