ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პუტინი აგებს… ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხი მიიღებს თავისუფლებას“ – ჯო უილსონი

„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა, ვაშინგტონში „პირველებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჩვენს რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, გავლენების შესუსტებაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ პუტინი აგებს. მან წააგო მოლდოვაში, წააგო რუმინეთში, წააგო სირიაში – პუტინი გააძევეს სირიიდან და ვხედავთ რა ხდება ახლა უკრაინაში. მამაცი უკრაინელი ხალხის გამო რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური სამხედრო ოპერაცია გარდაიქმნა აბსოლუტურ კატასტროფად რუსეთისთვის როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური და ისე დიპლომატიური მიმართულებით. და ამ დროს შეხედეთ ნატოს. ალიანსი ახლა ისეთი ძლიერია როგორც არასდროს. აი პუტინმა კი უამრავი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ ეს დასრულდება იმით, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხი მიიღებს თავის თავისუფლებას“, – აცხადებს უილსონი.

იტვირთბა....