საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნოს ნორმა ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენა-გადაფორმების უფლების შეზღუდვის შესახებ.
ომბუდსმენის განმარტებით შეზღუდვა უნდა მოიხსნას, რადგან ეს საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გაგზავნილია.
„ეს არის დროებითი წესი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, რათა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე იმუშაოს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ სანამ ახალი ვერსია ამოქმედდება, მოქმედი ვერსია არ ტოვებს ამგვარი საკანონმდებლო ნორმის არსებობის შესაძლებლობას. ბუნებრივია, არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს და მათ უნდა ეძლეოდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ ქონებით. თანაც აქ საუბარია ისეთ პირებზე, რომლებიც საქართველოსთან ისტორიულად არიან დაკავშირებული”, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.