ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახების გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, თანხა გამოიყოფა”

პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძის განცხადებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა.

„ჩვენ ვაგრძელებთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას. წელს ზამთრის პერიოდში, ისევე, როგორც გასული წლების განმავლობაში, გათბობის უზრუნველყოფის მიზნით,  მიმდებარე სოფლებში მცხოვრები თითოეული ბენეფიციარისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი თანხა და ამავე დროს, გაგრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება 2018-2019 წლებში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....