მთავარი პოლიტიკა

იური დერვიანკო: 2019 წელს, სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება

„მიხეილ სააკაშვილი, 2019 წლის მაისში, უკრაინაში დაბრუნდება“, – ამის შესახებ სააკაშვილის თანაპარტიელმა იური დერვიანკომ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

„სააკაშვილი უკრაინაში 2019 წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება. საპარლამენტო არჩევნების წინ ის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა დერევიანკომ.

შეგახსენებთ, 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა.

იტვირთბა....