ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეორე ტურში ჩვენ ერთად აღვნიშნავთ ღირსეულ გამარჯვებას”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნებთნ დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ბახტაძის თქმით ქართული საზოგადოებისგან ჩანდა მკაფიო გზავნილი შეცდომებზე და იმაზე, თუ რა კონკრეტული მოლოდინები აქვს საზოგადოებას

პრემიერის თქმით, არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში ბევრი რამ არის შესაცვლელი. მამუკა ბახტაძემ მოქალაქეებს, რომლებმაც მათ მხარდაჭერილ კანდიდატს მისცეს ხმა, მადლობა გადაუხადა.

„მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას მათ შორის ჩვენი იმ მხარდაჭერების, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა გუშინდელ არჩევნებში. მეორე ტურში ყველა ჩვენ ერთად აღვნიშნავთ იმ ღირებულებების და ფასეულობების გამარჯვებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით,“ – განაცხადა ბახტაძემ.

 

ცნობისთვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია:

დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება

იტვირთბა....