არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია – არჩევნების გამყალბებლებს პოლიტიკური ამნისტია არ უნდა შეეხოთ! ნულოვანი ტოლერანტობა!

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში არჩევნების შედეგების შესახებ აქვეყნებს სტატუსს.

“პარალელური დათვლის შედეგებით გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ. ცესკო საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციათამარ ჟვანია რა ხდება? 2003 წელი და ნანა დევდარიანი ჩაგისახლდათ? ვერ დამთავრდა ეგ კარგად, შეგახსენებთ.

დროზე შეასწორეთ შეცდომები! დროზე გააუქმეთ ტოტალურად გაყალბებული ბოლნისი, ახალქალაქი და ნინოწმინდა (ესეც 2003 წლის სიმბოლო)! და დროზე დანიშნეთ მეორე ტური და ნუ ეცდებით ქართულ ოცნებას გაუგოროთ და დრო მაქსიმალურად გაჭიმოთ!

არჩევნების გამყალბებლებს პოლიტიკური ამნისტია არ უნდა შეეხოთ! ნულოვანი ტოლერანტობა!”, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმები 3703 უბანზე დათვალა, რაც თითქმის 100%-ია.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის ხმები ასე გადანაწილდა:
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ პარალელური დათვლის შედეგები წარადგინა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, “სამართლიანი არჩევნები” საპრეზიდენტო არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა.

ბენიძის თქმით, მათი მონაცემების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძე 38.5% მიიღო, სადაც ცდომილების ხარისხი 1%, მინიმალური შედეგი 37.5%, მაქსიმალური შედეგი 39.5%. ხოლო სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა 37.6% მხარდაჭერა მიიღო, აქ ცდომილების ხარისხი 0,9%, რის გამოც მინიმალური შედეგი – 36.7%, მაქსიმალური შედეგი – 38.5%.

იტვირთბა....