არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მომგებიანი რესურსი, კახი კახიშვილი „ოცნებამ“ გადამალა კანცელარიის ჯურღმულებში“  

“სალომე ზურაბიშვილზე ფსონის დადება კატასტროფული შეცდომა იყო“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას „მეტრონომს“ განუცხადა. მისი განმარტებით, პარტია გამარჯვების რეალური შანსის მქონე პოლიტიკოსებს ებრძოდა და ანგრევდა.

“რა თქმა უნდა, ზურაბიშვილზე ფსონის დადება კატასტროფული შეცდომა იყო. ამას მე ვამბობდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა მან თავის კანდიდატურა წამოაყენა და ოცნებაში მიდიოდა ხელების გადაგრეხვა, დაეჭირათ თუ არა მხარი. როგორც კი სალომე ზურაბიშვილი შემოვიდა  ასპარეზზე, იმდენი სკანდალური სისულელე აფრქვია, რომ საღად მოაზროვნე ადამიანი მასში რესურსს ვერ დაინახავდა. „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, შესაბამისად, ისიც არ იყო საღად მოაზროვნე, როდესაც მასზე შეაჩერა არჩევანი.

არჩევნების შედეგემა აჩვენა, რომ „ქართილ ოცნებას“ განუდგა საკუთარი ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი. ზურაბიშვილისთვის მისაცემი ხმების 99% მაინც, უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ გამოეცალა ხელიდან. საჯარო სექტორში, საფინანსო-საბიუჯეტო სექტორში და შესაძლოა ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულებმაც კი მათ ხმა არ მისცეს, არჩევნებზე არ მივიდნენ, ან მივიდნენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს ხმა.

ეს უნდა იყოს იმის ნიშანი ოცნებისთვის, რომ ჩამოშლა დაწყებულია, თუმცა არავის უნდა დააბრალონ, საკუთარი თავის გარდა. ივანიშვილი ამბობდა, ჩვენ კანდიდატები არ გვყავდაო, კვირიკაშვილმა დღეში სამი კაცისგან მიიღო უარიო, ეს იმიტომ მოხდა, რომ „ოცნებასთან“ ასოცირება აღარავის უნდოდა. ვისაც ჰქოდან მოგების რესურსი, მაგალითად კახი კახიშვილს –  ის მინისტრობიდან მოხსნეს და გადამალეს კანცელარიის ჯურღმულებში. ბიძინა ივანიშვილს თავისი რეიტინგული ლიდერების ეშინოდა, „ქართული ოცნება“  საკუთარ სიაში რეიტინგულ ლიდერებს ებრძოდა და ანგრევდა, ამიტომაც ასე გადასწორებულ ველზე მიიღო გადასწორებული შედეგი“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

 

 

 

იტვირთბა....