ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ მეშინოდა, რომ ოქუაშვილს საუბარი არ ჩაეწერა, შემეძლო შემემოწმებინა”

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 3 ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს ისაუბრა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუზე.

ივანიშვილმა დაადასტურა, რომ  ოქუაშვილი მასთან მართლაც იმყოფებოდა  და ისიც აღნიშნა, რომ არც ერთი ვიზიტის დროს მას ის არ შეუმოწმებია, შესაბამისად, ოქუაშვილი მათ შეხვედრას თავისუფლად ჩაიწერდა.

“ყველაზე საყურადღებო იყო ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუ, ქალბატონი ეკა(კვესიტაძე) და მისი დირექტორი ერთად ცდილობდნენ როგორმე ის ეთქვა იმ კაცს(ზაზა ოქუაშვილი), რაც წინასწარ იცოდნენ, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ამ ინტერვიუშიც ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ თურმე ის იყო ჩემთან კაბინეტში და 4 თითი ვანიშნე.

ყველას შეუძლია ჩემთან შემოიტანოს აპარატურა. ეს კაცი ორჯერ იყო ჩემთან შემოსული, პირველად ნახა, რომ არ შემიმოწმებია. მეორედ შეეძლო თავისუფლად ამით ესარგებლა, რაშიც ის პროფესიონალია, როგორც ჩანს ყველაფერს იწერს, რატომღაც ეს ჩანაწერი დღემდე არ ჩანს და ვერ იქნება.

მაყურებელს როგორ წარმოუდგენია, რომ ჩემს საკუთარ კაბინეტში 4 თითს ვაჩვენებს და ვერ ვეუბნები, ვერ ვლაპარაკობ, მეშინია, რომ არ ჩაიწეროს. თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა. მთავარი რაც არის, კითხვის მთავარი არსი, რისთვის და რაში უნდა გადაეხადა ამ კაცს ფული. მთელ თვეზე მეტია თემა მუსირებს, რომ ამ კაცმა გადაიხადა ქრთამი, რაში გადაიხადა? “- განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

იტვირთბა....