“ბოდიში ბატონ ივანიშვილთან, ოღონდ მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე – ჩვენი. ვინ ასწავლა ჟურნალისტების სახელდებით მიწვევა, სად ამოიკითხა ეს სიბრძნე?
“რუსთავი 2″ საკუთარ პოზიციას დღის ბოლომდე გაასაჯაროვებს”, – ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის საპასუხოდ დაწერა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე ბიძინა ივანიშვილი 3 ჟურნალისტს ინტერვიუზე იწვევს.