ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, ქუთაისში, “ოცნების” ოფისთან, 20:00 საათზე აქცია ჩაინიშნა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ განცხადებით “ოცნება” ქვეყნის ევროპული მომავლის გზას სამუდამოდ კეტავს.
“ვიკრიბებით “ოცნების” ოფისთან” – კობახიძის რუსული განცხადების შემდეგ, მოქალაქეები აქციას თბილისშიც, “ქართული ოცნების” ოფისთან, გორგასლის 20-ში, აანონსებენ.
ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო ს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
კობახიძის ამ განცახდებას უკვე გამოეხმაურა პუტინი და თქვა: გაოცებული ვარ იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავს თავის პოზიციას.