„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი ნინელი ჭანკვეტაძე სკანდალური ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობს.
თავი დამანებეთ და მომცილდით ძალიან გთხოვთ. ნუ შემაწუხეთ. არც ერთ სიტყვას, ძალიან გთხოვთ მომცილდით, არ გესმით რასაც გეუბნებით? კითხვები მაქვს და ვსვამ ამ კითხვებს თქვენს გარეშე,“-აცხადებს ნინელი ჭანკვეტაძე.
შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ზე გუშინ ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამჟამად, ხორავას ქუჩის სკანდალურ საქმეზე პატიმრობაში მყოფი, მირზა სუბელიანი მონაწილეობს (ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის). საუბრის შინაარსის მიხედვით, მირზა სუბელიანს დაკავებამდე ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.