aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მირზა სუბელიანი – მე რომ მინდოდეს ორი ჩანაწერი უნდა და აღარ იქნება ეს მთავრობა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2” ასაჯაროებს ფარულ ჩანაწერებს. ტელეკომპანიამ  გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩაწერილი ფარული აუდიომასალის რამოდენიმე ფრაგმენტი გამოაქვეყნა გამოაქვეყნა.

ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.

პირველ ჩანაწერში ხორავას ქუჩზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაპატიმრებული სუბელიანი ჯაფარიძეს ეუბნება, რომ მას რომ მოუნდეს მთავრობას დაამთვრებს.

პროკურატურამ განცხადება გაავრცელა ჩანაწერებთნ დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ ამ საქმეზე ორი დღის წინ დაიწყო გამოძიება.

„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ხვალ ეცნობება საზოგადოებას“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

იტვირთბა....