მთავარ პროკურატურასთან, სადაც სკანდალურ აუდიოჩანაწერის გამოძიების ფარგლებში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე იმყოფებოდა, ასევე მივიდა მირზა სუბელიანის სიმამრი, ბორის კაკუბავა.
მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და არ განმარტა, რა მიზეზით იმყოფებოდა პროკურატურასთან.
„თქვენი დედა მოვ…ნ წადით ახლა აქედან,“ – მიმართა ბორის კაკუბავამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ზე გუშინ ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამჟამად, ხორავას ქუჩის სკანდალურ საქმეზე პატიმრობაში მყოფი, მირზა სუბელიანი მონაწილეობს (ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის). საუბრის შინაარსის მიხედვით, მირზა სუბელიანს დაკავებამდე ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ამასთან დაკავშირებით, პროკურატურამ განცხადება უკვე გაავრცელა.