ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი პრეზიდენტობის დროს აღარ გვექნება ურთიერთობა ამ რაღაც ჩანაწერებით”

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტარისას განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ჩანაწერებთან საქმე აღარ იქნება.

ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის გამო, რომ კიდევ ვცხოვრობთ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში, როცა გაუთავებლად ვიღაც დებს რაღაც ჩანაწერებს.

დიდი იმედი მაქვს, ჩემი პრეზიდენტობის დროს მართლაც დასრულდება ეს საბჭოთა პერიოდი და ჩვენ აღარ გვექნება ურთიერთობა ამ რაღაც ჩანაწერებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ზე გუშინ ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამჟამად, ხორავას ქუჩის სკანდალურ საქმეზე პატიმრობაში მყოფი, მირზა სუბელიანი მონაწილეობს (ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის). საუბრის შინაარსის მიხედვით, მირზა სუბელიანს დაკავებამდე ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

იტვირთბა....