ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: “ივანიშვილს უნდა რევოლუცია, ის მიიღებს რევოლუციას”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო არ იმსახურებს ასეთი ხელისუფლება ჰყავდეს. სააკაშვილის განცხადებით,  „ქართულმა ოცნებამ“ იცის ისიც, რომ ის ამ არჩევნებს წააგებს, რადგან მათი შიდა გამოკითხვებში ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე.

„მე მინდა ივანიშვილს ვუთხრა იგივე, რაც ვუთხარი შევარდნაძეს 2003-ში. თუ ივანიშვილს უნდა მიღება რევოლუციის, ის მიიღებს რევოლუციას,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით შეცდომები 2012 წელს დაუშვა ამომრჩეველმაც და მაშინდელმა ხელისუფლებამაც, თუმცა ორივე მათგანმა მიიღო დიდი გამოცდილება, ამიტომ ეს არჩევნები უნდა იყოს წინაპირობა იმის, რომ შეიცვალოს „ქართული ოცნების“ მმართველობა.

„ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც ჩვენ შეგვიძლია არჩევნებით შემოვაშოროთ ეს მაფიოზური ბანდა ხელისუფლებას,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....