კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ის კომპანიები გააკრიტიკა, რომლებიც თბილისის მასშტაბით სამუშაოებს შეფერხებით ახორციელებენ და აღნიშნა, რომ მათი მუშაობით უკმაყოფილოა.
კალაძემ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც, მათ შორის ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
“პირიქით გახარებულები უნდა იყვნენ ეს ადამიანები და ამ ქალაქში მაცხოვრებლები იმ პროექტებით, რომლებიც ქალაქში ხორციელდება. გამოდიან ე.წ. ექსპერტები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ, ჩვეულებრივი უქნარა ადამიანები და საუბრობენ ვაკის პარკზე და სარეაბილიტაციო საქმიანობებზე. ერთადერთი რითიც ხალხს თავი დაამახსოვრეს, წითელ ბაღში 4 ძირი ხე დარგეს და ისინიც გახმა. შესაბამისად, ჩვენ ვაკის პარკსაც მოვაწესრიგებთ და სხვა პარკებსაც, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია,”-ამბობს კალაძე.