aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა და მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაც.

„ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანთან სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, სასწრაფო დახმარების მანქანა კი შემდეგ „მერსედესის“ მარკის ავტომობილს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაზიანდა. მათ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდებათ.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისიხლის სამართლის 276 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....