გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-დან 18 სექტემბრამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება, ზღვაზე კი მოსალოდნელია ძლიერი ღელვა.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ხოლო ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ სააგენტოში.