ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ზოგიერთ უბანს 5 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 5 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამს შესახებ ინფორმაციას “თელასის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

“ნაძალადევის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, IV კვარტლების, გია რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, დადიანის, ბეთლემის, კრწანისის, ასათიანის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, მაჩაბელის, გიგა ლორთქიფანიძის, ქიქოძის, იაშვილის, ათონელის, ინგოროყვას, ლეონიძის, ლერმონტოვის, ნიშნიანიძის, ამაღლების, დავითაშვილის, მუსხელიშვილის და მარო მაყაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის და მიტროფანე ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფიკო ჭიაურელის, თუმანიშვილის, ანანურის, ნიკოლაძის, შარაშიძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის, რჩეულიშვილის, საქანელას, ვერეს დაღმართის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის, გობრონიძის, ხიზაბავრის და ილია ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი 3-ის დასახლების IV მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათვქმია “თელასის” განცხადებაში.

იტვირთბა....