ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო

რუს ბიზნესმენთა 80% მზადაა საკუთარი აქტივები გაყიდოს

რუსულმა კვლევითმა ორგანიზაციამ EY კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც რუსი ბიზნესმენების 80 პროცენტი მზადაა საკუთარი აქტივები გაყიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამის პირველი მიზეზი ქვეყანაში ინფლაციის პროცესია, რაც განპირობებული იმ სანქციებით, რომელიც რუსეთის მიმართ ბოლო დროს ხორციელდება.

სპეციალისტების ინფორმაციით, რუსული კომპანიების ასეთი დამოკიდებულება არაეფექტურ აქტივებიდან და რისკ-ფაქტორებიდან გამომდინარეობს, რომელიც განვითარების შეფერხებას იწვევს.

შეგახსენებთ, სულ ახლახანს აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რაც სპეციალისტების ინფორმაციით, პირდაპირ კავშირშია რუსეთის ბიზნესის განვითარებასთან.

 

იტვირთბა....