ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა თამაზი: “ქართული მარში საშიში ძალაა.. არ ენდოთ მათ.. სოლიდარობა კაპიტანს”

დეკანოზი თამაზ ლომიძე ქართული მარშისა და გურამ კაშიას შესახებ საუბრობს. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.

როგორც დეკანოზი ამბობს ქართული მარში დესტრუქციული და საშიში ძალაა.

“შორიდან დაიწყეს: ჯერ ხანუქას დღესასწაულზე მიუვარდნენ ქართველ ებრაელებს, შემდეგ როკ-კონცერტი ჩაშალეს, შემდეგ სტუმრად ჩამოსულ რომის პაპს ჩაუსაფრდნენ აეროპორტში და შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ახალგაზრდა ქართველი ქალი გამოლანძღეს წარმოუდგენელი უწმაწურობით და ახლა ქართულ ფეხბურთსაც მიადგა ეს მეტასტაზები, საქართველოს ნაკრების კაპიტანს ემუქრებიან. ამიტომ მიმაჩნდა და მიმაჩნია ეს “ქართული მარში” ძალიან საშიშ და დესტრუქციულ ძალად. არ ენდოთ მათ. სოლიდარობა კაპიტანს, სოლიდარობა გურამ კაშიას!” – განაცახადა მამა თამაზმა.

იტვირთბა....