ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

” ჩვენი პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით წარმატებულია”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თლიანობაში მმართველი გუნდის პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით არის წარმატებული.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეაფასებდა პარლამენტის თავმჯდომარე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავს და ამ კუთხით საქართველოს ქმედებებს.

„ჩვენ ვაწარმოებთ აქტიურ პოლიტიკას არ აღიარების მიმართულებით. საქართველოს პარლამენტიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. მე პირადად მქონდა არაერთი შეხვედრა ჩემს კოლეგებთან, პარტნიორებთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ჩვენი პოლიტიკა არის წარმატებული,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს იმ დროს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

იტვირთბა....