ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, რუსეთის შემადგენლობაში „რესპუბლიკის“ შესვლა მისი ცხოვრების სტიმულსა და მიზანს წარმოადგენს.
„ჩვენი რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2008 წლის 26 აგვისტოს მოხდა. მე არ ვამბობ და არ ვიტყვი უარს ეროვნულ იდეაზე – რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. ჩემთვის ეს არის ცხოვრების სტიმული და მიზანი, რომელსაც ჩვენმა ხალხმა უნდა მიაღწიოს. მსურს, ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში ვიხილო“, – განაცხადა ბიბილოვმა