პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, მან ამ დროისთვის მხარდამჭერთა 10 000-მდე ხელმოწერა დააგროვა.
ახლა ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვებას შიდა ქართლში, გორსა და კასპში განაგრძობს.<პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა გორში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სამშობლოსთვის დაღუპული გმირების მემორიალი მოინახულა და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.