ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

გიორხელიძე: “ლარის ასეთი გაუფასურება პერიოდულად გარანტირებულია და ეს მცდარი პოლიტიკის შედეგია”

ამაზე მე ახალს ვერაფერს გეტყვით. პრობლემებია არა მარტო ეკონომიკაში, არამედ ფულად საკრედიტო პოლიტიკაა აბსოლუტურად არასწორი. შედეგად, ლარის მერყეობა ასეთი მაღალი ამპლიტუდით, ფაქტობრივად, პერიოდულად გარანტირებულია. ასე, რომ არანაირ სტაბილიზაციაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი, – ამის შესახებ “მეტრონომს” ეკონომისტმა დემურ გიორხელიძემ განუცხადა.

“ფული ძალიან ცოტაა, მასა ფულისა, რომელიც თითქმის 5-ჯერ ნაკლებია ქართულ ეკონომიკაზე. ოდნავ შეთმაშება მოთხოვნაშიც კი საშინელ დეფიციტს აჩენს და იმ წუთში ლარის კურსი ეცემა. ეს წლების განმავლობაში მცდარი პოლიტიკის შედეგია და გაუგებრობა იმ მთავარი პრობლემისა, რომელსაც მე ვუწოდებ მაკროეკონომიკის ცენტრალურ და მთვარ პრობლემას. არ არის პრობლემა მოგვარებული. ცოტა ხნის შედგომ წავა კურსი ქვემოთ, გაჩნდება ილუზია, შემდეგ ისევ წავა ზევით და სანამ რამე არ შეიცვლება, ასე იქნება ეს მუდმივად”, – განაცხადა გიორხელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლარი გაუფასურებას განაგრძობს – მისი კურსი ყოველწუთიერად იცვლება. საქართველოს ბანკში 1 დოლარს 2.66 ლარად შეიძენთ, ხოლო თი ბი სი ბანკში 2.65 თეთრად.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს – აქ ერთი დოლარის ღირებულება 2.61 ლარია.

იტვირთბა....