ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ ბიუროშია გადაყვანილი

ხადის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მალხაზ კობაურის  ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გადაყვანილია სამხარაულის ექსპერტიზის ფსიქიატრიულ ბიუროში. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, კობაური იმიტომ გადაიყვანეს ფსიქიატრიულ ბიუროში, რომ დადგინდეს რამდენად შეეძლო ფიზიკურად სუსტ ადამიანს ქალის გაუპატიურება და ორი ადამიანი მოკვლა.

„გადაყვანილია სამხარაულის ექსპერტიზის ფსიქიატრიულ ბიუროში. რეალურად, ბრალდების მხარე ამოწმებს თავის ვერსიას, რამდენად შეეძლო ამ ფიზიკურად გამხდარ და პატარა ადამიანს, რომ ჯერ ორი ადამიანი მოეკლა, მერე გაეუპატიურებინა ქალი და მოეკლა ის. რამდენად შეეძლო ფსიქიკურად ჯანსაღ ადამიანს გაეკეთებინა ეს“,- ამბობს სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

იტვირთბა....