აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 400-მდე გაიზარდა

ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 400-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა, რაკან ნასერედინმა პრესკონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის 83 ბავშვი და 42 ქალია.

მისივე თქმით, დაღუპულია ცხრა მაშველი. მათ შორის, დღეს ბეირუთში მდებარე სასტუმროზე ისრაელის დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

იტვირთბა....