აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

შვეიცარიის თავდაცვის მინისტრი – ირანმა, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს

ირანმა, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს, – ამის შესახებ შვეიცარიის თავდაცვის მინისტრმა, მარტინ პფისტერმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ფედერალური საბჭო მიიჩნევს, რომ ირანზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა პფისტერმა.

შვეიცარიის თავდაცვის მინისტრმა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ყველა მხარეს ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისივე განმარტებით, გულისხმობს ყველა ქვეყანას, მათ შორის, აშშ-სა და ისრაელს.

„ამერიკელებმა და ისრაელმა ირანს ჰაერიდან შეუტიეს. ამით მათ, ირანის მსგავსად, საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს“, – განაცხადა პფისტერმა.

იტვირთბა....