აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რობერტ ფიცო – ზელენსკის დავალებით, უკრაინამ, შესაძლოა, გაანადგუროს „დრუჟბის“ მილსადენი, რათა მომავალში სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდება შეუძლებელი გახდეს

უკრაინამ, ზელენსკის დავალებით, შესაძლოა, გაანადგუროს „დრუჟბის“ მილსადენი, რათა მომავალში სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდება შეუძლებელი გახდეს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ფიცომ უკრაინის პრეზიდენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი მოქმედებები „ყველა წითელ ხაზს სცდება“.

„ის, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისადმი მუქარით აჩვენა, ყველა წითელ ხაზს სცდება“, – განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, ზელენსკი მუდმივად აზიანებს სლოვაკეთის ინტერესებს და ცდილობს, ქვეყანა მშვიდობიანი პოზიციიდან სამხედრო პოზიციაზე გადაიყვანოს.

ფიცოს განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი ნავთობის ტრანზიტი სლოვაკეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება არ არის დაინტერესებული მიწოდების გაგრძელებით, რაც სლოვაკეთისთვის სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს გამოიწვევს.

ამასთან, ფიცომ გააკრიტიკა ევროკომისია და აღნიშნა, რომ ევროკომისია თითქოს უპირატესობას ანიჭებს უკრაინის ინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკავშირის წევრი არ არის, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან.

ამასთან, ფიცოს თქმით, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ არჩევნებში თუ დამარცხდება, მზად არის, უნგრეთის მაგალითს მიჰყვეს და უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაბლოკოს.

„გულუბრყვილო არ ვარ. უკრაინის პრეზიდენტი ბოლო დროს საუბრობდა მომარაგების განახლებაზე ერთ ან თვე-ნახევარში. ანუ, უნგრეთში არჩევნების შემდეგ, სადაც მას ოპოზიციის გამარჯვების იმედი აქვს“, – განაცხადა ფიცომ.

იტვირთბა....