ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ძალიან რთულია, ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში ამ საკითხზე სასაუბროდ ჯერ მზად არ არის.

„ჩემს პირად გადაწყვეტილებას მოგახსენებთ როდესაც ამასთან დაკავშირებით ვიქნები ჩამოყალიბებული. ძალიან რთულია ქვეყანაში სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ როდესაც საჭიროდ ჩავთვლი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

იტვირთბა....