საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მმართველობის პერიოდს რუსთავი2-ის ეთერში აფასებდა.
მისი თქმით მარგველაშვილი არის საქართველოსთვის დაკარგული პერიოდი და ისტორიაში შევა მხოლოდ ორი რამით, რომ მან ივანიშვილს არ დაუთმო პრეზიდენტის რეზიდენცია და სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა.
სააკაშვილის თქმით, მარგველაშვილს შეუძლია მესამე რამითაც შევიდეს ისტორიაში იმით, რომ მას მოქალაქეობა დაუბრუნოს და პოლიტპატიმრებიც შეიწყალოს, თუმცა, სააკაშვილის აზრით, მოქმედ პრეზიდენტს ამის გამბედაობა არ ეყოფა.
„მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება მხოლოდ ორი რამით – შევიდა და არ გააყიდინა რეზიდენცია ივანიშვილს და იმით, რომ ჩამომართვა მოქალაქეობა. შეიძლება შევიდეს მესამე რამითაც, რომ შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები და მე დამიბრუნოს მოქალაქეობა, მაგრამ არ მგონია მას ამის გამბედაობა ეყოს. მარგველაშვილი არის საქართველოსთვის დაკარგული პერიოდი. საქართველომ დაკარგა ბოლო ხუთი წელი, მარგველაშვილის პრეზიდენტობის – ეს ხომ ყველასთვის ცხადია. რა დარჩება მისგან, გარდა იმისა, რომ თავის თავზე თქვა – „მე ვარ პლასტელინი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.