ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოგიჩაიშვილი: “ჩვენ არ გვიჭირავს ჯადოსნური ჯოხი, რომ ყველაფერი უცებ გავაკეთოთ”

ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა, ჯადოსნური ჯოხი, არ უჭირავთ რომ ყველაფერი უცებ გააკეთონ.

ლევან გოგიჩაიშვილი სამოქალაქო სექტორის კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ პროცესი არ ჭიანურდება. სამოქალაქო სექტორი მმართველ გუნდს დროის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, გუნდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ ყოფილა და მისი თქმით, გარკვეულ საკითხებზე შეჯერება გართულდა.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ „ფაქტობრივ დეკრიმინალიზაციაზე“ გუნდში უკვე შეთანხმდნენ და მათი თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული რეფორმა რადიკალური არ იქნება.

“ქართულ ოცნების” ლიდერების თქმით, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ცვლილებები პარლამენტმა შესაძლოა, სექტემბრის დასაწყისში უკვე მიიღოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით კი, ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება არ არსებობს.

იტვირთბა....