ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

გიორხელიძე: “ახალგაზრდებმა უნდა იფიქრონ, რომ საპენსიო ასაკში სახელმწიფოზე არ იყვნენ ჩამოკიდებულები”

ის ფონდები, სადაც ეს ფული იქნება აკუმულირებული, ძალზედ მომგებიანად უნდა აბანდებდნენ ამ ფულს. 3-4 წლის მერე, შეტანილი ფული, შესაძლოა, გახვრეტილი შაურიც არ ღირდეს. როგორი იქნება კონტროლის მექანიზმი, როგორი იქნება საკანონმდებლო ბაზა და ა.შ. არის პრინციპული, – ამის შესახებ “მეტრონომს” ეკონომისტმა დემურ გიორხელიძემ საპენსიო რეფორმირების კომენტირებისას განუცხადა.

“ნებისმიერ შემთხვევაში არსებული საპენსიო სისტემა რეფორმას მოითხოვდა. რა თქმა უნდა, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ერთ-ერთი ვარიანტია, რომელმაც შეიძლება, სახელმწიფო სისტემა შეავსოს. საქმე ის არის, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა ხდება იმ ადამიანებისთვის ვინც დღეს 20-25 წლისაა. 75 წლის ადამიანს საპენსიო რეფორმა არ ჭირდება. მას უნდა მისცე ის პირობები, სადაც ნორმალურად შეძლებს თავისი არსებობის შენარჩუნებას. ამიტომ, ახალგაზრდებმა უნდა იფიქრონ, როდესაც მათი შრომისუნარიანობის პერიოდი ამოიწურება, სახელმწიფოზე არ იყვნენ ჩამოკიდებულები.

თუმცა, აქ უდიდესი პრობლემა ჩნდება, ის ფონდები, სადაც ეს ფული იქნება აკუმულირებული, ძალზედ მომგებიანად უნდა აბანდებდნენ ამ ფულს. 3-4 წლის მერე, შეტანილი ფული, შესაძლოა, გახვრეტილი შაურიც არ ღირდეს. როგორი იქნება კონტროლის მექანიზმი, როგორი იქნება საკანონმდებლო ბაზა და ა.შ. არის პრინციპული. უნდა არსებობდეს კონტროლი მექანიზმი, რომ ადამიანი არ დადგეს იმ ფაქტის წინაშე, რომ დანაზოგი ჰაერში წაუვიდეს. აი, იძულების მომენტი მაინცდამაინც კარგი არაა. ადამიანი არჩევს დღევანდელსა და ხვალინდელ მოხმარებას შორის. უნდა, რომ აღინიშნოს, დღეს ასიათასობით ადამიანი პენსიის ამარაა დარჩენილი და ეს პენსია საარსებო მინიმუმზე დაბალია, მაშინ გონიერება უნდა გამოიჩინოს ადამიანმა. ვფიქრობ, იდეალურად არ არის რეფორმა აწყობილი, მაგრამ რეფორმა გარდაუვალია. სიმართლე გითხრათ, თავად იდეა კარგია, მაგრამ ყველაფერი წვრილმანებსა და მექანიზმებშია”, – განაცხადა გიორგხელიძემ.

პარლამენტმა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი მესამე მოსმენით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრო ავრცელებს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი, რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის და საშუალებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაგროვებითი პენსია იქნება სისტემის შემავსებელი სვეტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უმნიშვნელოვანეს გამოწვევას, ღირსეული პენსიის უზრუნველყოფას უპასუხებს. „დღეს არსებულ საპენსიო სისტემას გააჩნია მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები სამართლიანობის, ეფექტიანობის და ფისკალური მდგრადობის თვალსაზრისით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

საიაში, რომ ეს სქემა არაკონსტიტუციურია. საია განმარტავს, რომ საპენსიო შენატანი კანონპროექტის მიხედვით სავალდებულო გადასახდელი ხდება, “საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ის გაიგივებული უნდა იქნეს გადასახადისა და მოსაკრებლის სამართლებრივ ბუნებასთან და უნდა მოექცეს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის რეგულირების სფეროში.

შესაბამისად, რამდენადაც, სავალდებულო საპენსიო შენატანი ამ დრომდე არ ყოფილა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, გამოდის, რომ ხდება გადასახადის ახალი სახის შემოღება, რაც მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი, – წერია საიას განცხადებაში.

იტვირთბა....