ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

3 ბავშვი დაიხრჩო: ნავის მეპატრონე ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ იყო

საზარელი შემთხვევა მოხდა რუსეთში. ასტრახანის ოლქში, ადგილობრივმა 27 წლის მამაკაცმა, ტბაში ნავი შეიყვანა, რომელზეც 8 ადამიანი იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის უმეტესობა ბავშვები იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

ნაპირიდან საკმაოდ დიდ მანძილზე, მამაკაცმა უცნაური მანევრი გააკეთა, რის გამოც ნავი ამოტრიალდა. შედეგად 3 ბავშვი დაიხრჩო.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ იყო. მყვინთავები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ დაღუპული ბავშვების აღმოსაჩენად.

იტვირთბა....