ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ტრამპი: “მთელი ჩემი ცხოვრება მზად ვიყავი პუტინთან შეხვედრისთვის”

ამერიკის შეერთაბული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მონტანას შტატში თავის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის მთელი ცხოვრება მზად იყო ვლადიმერ პუტინს შეხვედროდა.

„ამბობენ, იქნება თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მზად ამ შეხვედრისთვის? რომ პრეზიდენტი პუტინი „კგბ“-დანაა და ა.შ. ვიქნები თუ არა მზად? სრულიად მზად ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება მზად ვიყავი ამ შეხვედრისთვის“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას გეგმავს.

„ურთიერთობის დალაგება რუსეთთან, ჩინეთთან, სხვა ქვეყნებთან – ეს ცუდი არ არის, ეს კარგია“, – განაცხადა მან.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვში ერჩივნათ 2016 წლის არჩევნებზე ჰილარი კლინტონს გაემარჯვა.

„რუსეთში, ალბათ ამბობენ: თუ ჩვენ მართლა მოგვწონს ეს ბიჭი, მაშინ დიდი შეცდომა დავუშვით, სჯობს ჰილარი კლინტონს გაემარჯვა“, – დასძინა მან.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გაიმართება.

იტვირთბა....