ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: “ნატოს სამიტზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა საქართველოზე და ეს ივანიშვილის დამსახურებაა”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატოს სამიტთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლიდან ეს არის პირველი NATO-ს სამიტი,როცა საქართველომ საერთოდ ვერაფერი ვერ მიიღო ალიანსისგან. უფრო მეტიც,საქართველოს ხსენება პრაქტიკულად მოხსნილია უმაღლესი დონის მოლაპარაკებებიდან.

ბრიუსელში ნატოს ორდღიანი სამიტია. სამიტში ალიანსის 29 წევრი და 20 პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობს.  სამიტზე ნატო-საქართველოს დეკლარაცია მიიღეს, სადაც ჩაიწერა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) იქნება.

ნატოს გენერალური მდივნის იან სტოლტენბერგისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრისას, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება.

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, საქართველო ნატოს წევრობის გახდომის შანსი ექნება, მაგრამ ახლა არა.

იტვირთბა....