აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვერ გასცა პასუხი კითხვას თუ რას წარმოადგენს მისთვის რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი – ის მტერია, თუ მეგობარი.
„Washington post“-ის ინფორმაციით, ტრამპმა კომენტარი ევროპაში გამგზავრებამდე გააკეთა, სადაც ის ნატოს სამიტში მიღებს მონაწილეობას და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
ტრამპის განცხადებით, პუტინთან შეხვედრა, ალბათ, ყველაზე მარტივი იქნება სხვა დაგეგმილ შეხვედრებთან შედარებით. „ვფიქრობ, პუტინთან შეხვედრა სხვებთან შედარებით, უფრო ადვილი იქნება“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. მან პუტინს მეტოქე უწოდა და აღნიშნა, რომ ჯერ ვერ იტყვის, პუტინი მეგობარია, თუ მტერი. „ვფიქრობ, რომ რუსეთთან, ჩინეთთან და სხვებთან მეგობრობა კარგია და არა ცუდი რამ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
დღესვე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინისთის საჩუქარი აქვს მომზადებული, მაგრამ ამ საჩუქრის შესახებ, როგორც თავად აღნიშნა, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც რუს კოლეგას აჩუქებს.
რუსეთისა და მერიკის პირველი პირების შეხვედრა 16 ივლისს ჰელსინკში შედგება.