ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა უნდა უარყონ ზვიად დევდარიანის სარჩელის მიხედვით ქალებმა

ქალთა შევიწროებაში დადანაშაულებული “სიდას” ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის სარჩელი მსხვერპლმა ქალებმა გაასაჯაროეს.

On.ge აქვეყნებს აქტივისტ ნინო დანელიას წინააღმდეგ ზვიად დევდარიანის მოთხოვნას, რომ მან facebook-ით გავრცელებული ინფორმაცია უარყოს შემდეგნაირად:

სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი უკიდურესად სირია;
სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არი ჩლუნგი და გარყვნილი კაცი.

აქტივისტი თამარ კაკაბაძის წინააღმდეგ ზვიად დევდარიანი ითხოვს, რომ ფეისბუქით გავრცელებული ინფორმაცია უარყოს შემდეგნაირად:

სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ამტკიცებს, რომ არის ყ*ე და ესაა მისი პრინციპული პოზიცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 პირის წინააღმდეგ  სარჩელი  ზვიად დევდარიანმა შეიტანა. დევდარიანი მათ ღირსებისა და პატივის შელახვას ედავება. დევდარიანი  სარჩელის 8 ადრესატს ასახელებს. ხოლო 4-ის ვინაობის გამხელისგან, (მათი, ვინც დევდარიანს შევიწროებაში სდებს ბრალს, კონფიდენციალობის შენარჩუნების მოტივით), თავს იკავებს.

ვისაც ასახელებს, ესენი არიან:

თამარ ჩერგოლეიშვილი

ბაია პატარაია

ნინო დანელია

თამარ ყურაშვილი

თამარ კაკაბაძე

იდა ბახტურიძე

ეკატერინე ონიანი

ამასთან ერთად დევდარიანი უჩივის ინტერნეტ გამოცემა ტაბულას​.

იტვირთბა....