ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მღებრიშვილი: „არავითარი დაგუბება არ არის, საფრთხე არ არსებობს, მოსახლეობა უსაფრთხოდაა”

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის გიორგი მღებრიშვილის განხადებით, ამ დროის მონიტორინგით სტიქიის განმეორების საშიშროება არ არის. მისი თქმით, მაღალი რისკის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მოხდა.

„არავითარი დაგუბება არ არის. მსგავსი საფრთხე არ არსებობს, მოსახლეობა უსაფრთხოდ არის. მთავარი არის რომ მსხვერპლი არ გვაქვს და მოვახდინეთ დროული რეაგირება გამოვიყვანეთ მაღალი რისკის ზონიდან ადამიანები. თუკი ახლაც რაიმე რისკი იქნება ადამიანებს მივაქცევთ ყურადღებას და საშიში ზონებიდან გამოვიყვანთ. ადგილზე შევაფასებთ სიტუაციებს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“-აცხადებს მღებრიშვილი.

სპეციალისტების განმარტებით მდინარე ნენსკრაზე და მის შენაკადებზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესები ერთმანეთს დაემთხვა.

 

იტვირთბა....